გამოსავალი საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”

გამოსავალი საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”
აუცილებლად მოუწევს, რადგან თვითონ შეიყვანეს ჩიხში სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ რაციონალური ურთიერთობა და საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო ამერიკელი პარტნიორებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
ქადაგიძის განცხადებით, ეს რთული პროცესი, საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს, რათა მსოფლიო თანამეგობრობას დავანახოთ, რომ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს.
“აუცილებლად მოუწევს, რადგან თვითონ შეიყვანეს ჩიხში სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ რაციონალური ურთიერთობა და საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია “აგენტოკრატიამ”. ეს რთული და ხისტი პროცესი, აუცილებლად უნდა გავიაროთ, რათა მსოფლიო თანამეგობრობას დავანახოთ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს! ასევე, აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ჩვენ თვითონვე ვართ პასუხისმგებლები და ნებისმიერი ფინანსური გრანტი ან ვალი, არ უნდა ახდენდეს ჩვენ შიდა პოლიტიკურ მდგრადობაზე ზემოქმედებას.
ისევე, როგორც აქვთ მცდელობა ბოლო დღეებში, ვალად მოსაცემ 95 თუ 30 მილიონები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მოგვცენ. როდესაც ჩვენი მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირდება მდგრადობა ზემოხსენებულ ინსინუაციებზე, ძალაუნებურად მოუწევს ყველას შეცვალოს რიტორიკაცა და მიდგომა. ასე რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მკაფიო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ან ვართ სუვერენული სახელმწიფო ან არა და სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი, ფაქტობრივი წარმონაქმნი!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ