გამოსავალი არჩევნებია – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი

კრიზისიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ა“, – ასე ფიქრობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
არჩილ მორჩილაძის აზრით, ესკალაცია და დაპირისპირება, რაც ახლა სახეზე გვაქვს, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ყოველწლიურად იზრდებოდა. მიმდინარე კრიზისზე კი, მისი აზრით, სრულად პასუხისმგებელი სახელმწიფოა.
„დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა არჩევნების წინ. კარგად გემახსოვრებათ ის ბანერები, რომლებიც, რა ფორმით იყო მოწოდებული, კარგად გახსოვთ. გვახსოვს დაპირებები, რომ ოპონენტები არიან სამშობლოს მოღალატეები, უსამშობლოები და რა თქმა უნდა ისინი უნდა გაქრნენ, დაიჭირონ, გაასამართლონ, დაასამარონ. დღეს რაც ხდება არის ამის შედეგი. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი ასეთ დროს ყოველთვის არის. გამოსავალი არის ახალი არჩევნები“, – ამბობს მორჩილაძე.