გამოსავალი არამხოლოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას, თვითონაც უნდა შემოგვთავაზონ – თემურ ჭყონია

“დღევანდელმა სიტუაციამ ბიზნესი აიძულა ელაპარაკა იმ თემებზე, რომელსაც ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობთ… დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე – რა რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა” – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
თემურ ჭყონიას აზრით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ახალი ა, რომლითაც ვითარება განიმუხტება და ქვეყანა განვითარების გზაზე დაბრუნდება.
მისი შეფასებით დღეს ქვეყანას ერთადერთი პოლიტიკური გამოწვევა აქვს: მხოლოდ ერთი ძალა მიიჩნევს, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა და სურვილი მუდმივად ის იყოს ხელისუფლებაში.
რაც შეეხება, ბიზნესის პოზიციას, ჭყონიას მტკიცებით, ბიზნესმა შიში უნდა დაძლიოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, დადგეს იმ მხარეს, სადაც სიმართლეა.
“არის ბიზნესმენთა ჯგუფი, როგორც მთელ მსოფლიოშია, რომელიც მორგებულია სიტუაციას, გააჩნია რაც არის ხელსაყრელი მისი კეთილდღეობისათვის, რაც ჩვენ არ მოგვწონს.
ეს რომ განელდეს ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა, ის მუხტი და ის ენერგია ამ 10 დღის და მეტი ხნის განმავლობაში, ხომ არ დაიკარგება და ხვალ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას – ეს ხომ შეუძლებელია. ეს ენერგია დიდხანს გაგრძელდება,” – ამბობს ჭყონია და იმასაც ამატებს, რომ გამოსავალი არამხოლოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას, თვითონაც უნდა შემოგვთავაზონ.