გამორჩეული ოდიშიარია და “რიგასის” საპატიო ფრე “ანდერლეხტთან” [VIDEO]

ევროპა ლიგაზე მეოთხე ტური ჩატარდა.
„რიგასმა“ საკუთარ მოედანზე „ანდერლეხტთან“ კომპენსირებულ დროში საპატიო ფრეს მიაღწია – 1:1. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა საკუთარ კარში მუსა ნ’დიაემ. ოდიშარიამ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა – Sofascore 7.5, Whoscored 7.3, Flashscore 7.3. ლუკა სილაგაძე კი 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ლატვიური გუნდი 2 ქულით 32-ე ადგილზეა და 28 ნოემბერს „პაოკს“ მიიღებს.
რიგასი – ანდერლეხტი 1:1
გოლები: 0:1 სტრუიკენსი (85), 1:1 ნ’დიაე (90+6, საკ.
კარში)

სხვა მატჩების შედეგები
ბოდო გლიმტი – ყარაბაღი 1:2
აინტრახტი – სლავია 1:0
ელფსბორგი – ბრაგა 1:1
სტიაუა – მიდტიულანდი 2:0
გალათასარაი – ტოტენჰემი 3:2
ლუდოგორეცი – ბილბაო 1:2
ნიცა – ტვენტე 2:2
ოლიმპიაკოსი – რეინჯერსი 1:1
უნიონი – რომა 1:1
აიაქსი – მაკაბი 5:0
ალკმაარი – ფენერბაჰჩე 3:1
დინამო (კ) – ფერენცვაროში 0:4
ლაციო – პორტუ 2:1
მანჩესტერი – პაოკი 2:0
პლზენი – სოსიედადი 2:0