გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით – მამარდაშვილის “ლივერპული” სახლში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა

პრემიერლიგის მერვე ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. უკვე დებიუტში მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა მბემომ სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებს თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ გაკპოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მერე გიორგის სამჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა, თავისი გუნდის გადარჩენა შეძლო და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „წითლები“ იერიშებზე გადავიდნენ, გაკპომ ისევ გაარტყა ბურთი ძელს, სალაჰმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, გაკპომ კი შეცვლაზე შესული კიეზას პასით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მაგუაირმა თავურით დალაშქრა მამარდაშვილის კარი. ბოლოს სლოტის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, გაკპომ დუბლის შესრულების შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც სამიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი ლამენსის კარში და „ლივერპულმა“ მარცხი განიცადა.
„ლივერპული“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
„იუნაიტედი“ 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და 25 ოქტომბერს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 მბემო (2), 1:1 გაკპო (78), 1:2 მაგუაირი (84)