“ზახაროვის” გამომცემლობაში, რომელიც ბორის აკუნინის წიგნებს აქვეყნებს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჩხრეკას ატარებს. გამომცემლობა განახლებულ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.
„ბოლო ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები აკუნინის წიგნების ასლების ამოსაღებად საწყობის გასაღებს ითხოვენ, რაზეც გამომცემლობა უარს ეუბნება – “კარების გაღებით იმუქრებიან. დაე გახსნან!” წერს გამომცემლობა ფეისბუქ პოსტში.
