გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება უალტერნატივოა – კობახიძე

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არის უალტერნატივო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განუცხადა.
“ქართული ოცნების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
“ყველამ ვიცით, რა ვითარებაც არის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება სა და მოლდოვას, მათთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია, რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები.
უნგრეთს აქვს განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ამის შესახებ გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის. ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რომელშიც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. უნგრეთს აქვს თავისი ინტერესი და ამის გარშემო წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
თქვენ გახსოვთ, რომ შარშან, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არავის უცდია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს დაეკავშირებინა საქართველოს თემასთან. საქართველო მაშინ გაიმიჯნა და წელსაც, საქართველოს საკითხი არის საქართველოს საკითხი, უკრაინის საკითხი არის უკრაინის საკითხი და მოლდოვის საკითხი არის მოლდოვის საკითხი.
იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არის უალტერნატივო. მე მგონია, რომ ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,” – აღნიშნა ირაკლი მ.