გამოკითხულ კომპანიათა 40%-ში დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია – BAG

2024 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 40%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. რაც შეეხება 2024 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 34% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის. თუმცა 61% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„სექტორებს შორის, 2024 წლის III კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2024 წლის IV კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით აქაც მშენებლობის სექტორი გამოირჩევა“, – წერია მიმოხილვაში.