გამოკითხულთა 97% ინტერნეტს ონლაინ შოპინგისთვის არ იყენებს – CRRC

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყოველ დღე ინტერნეტს გამოკითხულთა 76% იყენებს, კვირაში ერთხელ მაინც – 5%, 14% საერთოდ არ სარგებლობს ინტერნეტით.
ინტერნეტს ინფორმაციის საძიებოდ იყენებს (Google, Wikipedia) გამოკითხულთა 31%, არ იყენებს – 68%, ონლაინ შოპინგისთვის – 2% (97% არ სარგებლობს ონლაინ შოპინგით).
ონლაინ თამაშებისთვის ინტერნეტს იყენებს – 1%, რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, 99% აცხადებს, რომ არ იყენებს ინტერნეტს საამისოდ, 1%-მა კი თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის