გამოკითხულთა 82.1% ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს – ISSA-ს კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულების 82.1% ქვეყანაში დღესდღეობით შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს, ხოლო 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.
რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA). საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი. გამოკითხულია საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა. ცდომილებაა +- 2.2%, 95%-იანი სანდოობით.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს.