გამოკითხულთა 77% მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს. 12% – თურქეთს, 9% – -ს.
ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ ასახელებს 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5%.
რუსეთთან დიალოგს ემხრობა ჯამში 57%, არ ემხრობა – 40%. მომხრეთა ჯამური რაოდენობა მარტის კვლევასთან შედარებით გაზრდილია 4%-ით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირებულია 1%-ით [ცდომილების ზღვარშია].
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით, უსაფრთხოდ, ან ასე თუ ისე უსაფრთხოდ, თავს გრძნობს, ჯამში, 54%. არ გრძნობს – 43%. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.
გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ ს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% არ ემხრობა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ბიზნესის რეგისტრირება ან ქონების ყიდვა. 2023-ის მარტში ამ ყველაფერს არ ემხრობოდა გამოკითხულთა 79%.