აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, ყველაზე პოზიტიურად [77%] გამოკითხულები საქართველოს ჯარს უყურებენ. 16% ჯარის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.
მეორე ადგილზე საპატრიარქოა – 71%-ით. ნეგატიურად საპატრიარქოს მიმართ განწყობილია 21%. ორივე ინსტიტუტის რეიტინგის ცვლილება, მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.
რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, დადებითად მათ უყურებს გამოკითხულთა შემდეგი წილი [ფრჩხილებში მოცემულია მათი წილი, ვინც ამავე ინსტიტუტებს ნეგატიურად უყურებს]:
· პოლიცია – 67% [28%]
· ადგილობრივი ხელისუფლება – 61% [34%]
· განათლების სიტემა – 59% [36%]
· მედია – 58% [35%]
· პრემიერის აპარატი – 49% [41%]
· ცესკო – 41% [44%]
· პრეზიდენტის აპარატი – 41% [47%]
· მთავარი პროკურორის აპარატი – 40% [35%]
· სასამართლო სისტემა – 40% [44%]
· ეროვნული ბანკი – 39 [43%]
· პარლამენტი – 38 [56%]
· პოლიტიკური პარტიები – 37 [52%]
· პროფკავშირები – 31% [27%]