გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა 18%-ზე მეტი ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ ენდობა

მკითხველთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე პირების 18%-ზე მეტი ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ ენდობა.
გამოკითხვა ipn.ge-ს, ambebi.ge-ს, kvirispalitra-ge-სა და bpn-ge-ს ვებ-გვერდებზე 16 ივნისს დაიწყო. მასში ამ დროისთვის მონაწილეობა 10 075-მა მკითხველმა მიიღო.
უფრო კონკრეტულად: მკითხველებმა უპასუხეს კითხვას: რომელ ტელევიზიას ენდობით? მათი პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
Palitranews – 18.2%
იმედი TV – 37.5%
TV პირველი – 15.2%
რუსთავი 2 – 9.7%
PosTV – 6.2%
ფორმულა – 9.4%
კავკასია 3.8%