გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს – ‘POLITICO”

New York Times/Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
New York Times/Siena College-ის გამოკითხვა 20-25 ივნისს ჩატარდა. გამოიკითხა 1226 რეგისტრირებული ამომრჩეველი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა – 44 პროცენტი.
გამოკითხულთა 77 პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებდა დებატების ყურებას, ხოლო 19-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ აპირებდა. ამასთან, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან 2024 წლის არჩევნების სავარაუდო კანდიდატებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა