გამოკითხვებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატს მეტი მხარდამჭერი ჰყავს

კვირას ვენესუელაში საპრეზიდენტო იმართება. კანდიდატებს შორის არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო და კიდევ რვა კანდიდატი. ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ასოციაცია „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ნიკოლას მადურო მესამე ვადით იყრის კენჭს, ის 2013 წლიდან იმყოფება ხელისუფლებაში. მაშინ ის გახდა წინა პრეზიდენტის, უგო ჩავესის მემკვიდრე. ჩავესიც სოციალისტური პარტია PSUV-ის წევრი იყო.
მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში პოლიტიკური ოპოზიციის აღიარებული ლიდერია. ალიანსი „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმა“, რომლის სახელითაც გამოდის ის, აერთიანებს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მიმდინარე წლის იანვარში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ მას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა იმ მოტივით, რომ მაჩადო მხარს უჭერს -ის სანქციების პოლიტიკას და სავარაუდოდ ჩართულია კორუფციულ სქემებში.
მაჩადომ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, ხმა მისცენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალესს. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ გონსალესს მადუროზე მეტი მხარდაჭერი ჰყავს. თუმცა, ვინაიდან 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც მადურო მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ბევრი დარღვევა დააფიქსირეს, ისინი შიშობენ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგი შეიძლება არც ამჯერად დაემთხვეს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ნებას.