ვიქტორ ორბანიPhoto: Simon Wohlfahrt/AFP via Getty ImagesIDEA-ს ინსტიტუტის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის ოპოზიციური პარტია Tisza მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი Fidesz-ის პარტიასთან შედარებით.
გამოკითხვით გაირკვა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 50% მხარს Tisza-ს უჭერს, ხოლო ორბანის პარტიას 37% ემხრობა, რითაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რიგებში ოპოზიციას 13 პროცენტული პუნქტის უპირატესობა აქვს.
ამას გარდა, ყველა გამოკითხულთა შორის Tisza-ს 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, Fidesz-ს კი – 30%-იანი. რესპონდენტების 21%-მა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებზე.
აპრილის დასაწყისში უნგრეთში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის, პეტერ მადიარის პარტია ორბანის მმართველ Fidesz-თან შედარებით უპირატესობას ზრდიდა.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, Tisza-ს ამომრჩევლების 56% უჭერდა მხარს, Fidesz-ს კი – 37%. ხოლო მეორე გამოკითხვაში მადიარის პარტია 51%-იანი მხარდაჭერით ლიდერობდა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება.
WP: დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზვერვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა