გამოკითხვა: ზალუჟნის უკრაინელთა 92% ენდობა, ზელენსკის 77%

გამოკითხული უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა, შეიარაღებული ძალების მეთაურის, ს თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარს არ უჭერს. კვლევის შედეგები, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KIIS) გამოაქვეყნა.
ადგილობრივი მედია, პრეზიდენტ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის უთანხმოების ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას და არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების მეთაური თნამდებობიდან გაათავისუფლოს.
KIIS-ის კვლევით ირკვევა, რომ უკრაინელების მხოლოდ 2% დაუჭერდა მხარს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუ ის ზალუჟნის თანამდებობიდან გადააყენებდა. გამოკითხულთა 72%, ამგვარ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. მკვლევრებმა, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები 1200 ადამიანი 4-10 დეკემბრის პერიოდში გამოკითხეს.
ზალუჟნის მიმართ, საზოგადოების ნდობა 92%-ს შეადგენს. გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ ნდობა 77%-ია. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ეს ორივე მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხეს, სურდა თუ არა შეიარაღებული ძალების მეთაურის სამსახურიდან გათავისუფლება. ზელენსკიმ, მათ შორის რაიმე განხეთქილების არსებობა უარყო, მაგრამ ასევე თქვა, რომ მას სამხედრო ხელმძღვანელების მხრიდან, კონკრეტული შედეგის ხილვა სურდა.
ზელენსკისა და ზალუჟნის შორის დაძაბულობა ღიად გამოჩნდა ნოემბერში, როცა შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ომი ჩიხში შევიდა. ამას პრეზიდენტის ოფისის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მიმდინარე კვირაში, ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი ჩიხში არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს