„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს.
მომხმარებელი, რომელიც კამპანიის პერიოდში (13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით) Wolt-ის აპლიკაციაში, „კარფურიდან“ „მოსულის“ ყველაზე მეტი თანხის პროდუქციას გამოიძახებს, მიიღებს შანსს მოიგოს „Midea“-ს ბრენდის ტექნიკა: მტვერსასრუტი (1-2 ადგილი), ხორცსაკეპი (3-4 ადგილი), ხელის ბლენდერი (5-6 ადგილი), ტოსტერი (7-8 ადგილი) და მიქსერი (9-10 ადგილი).
