“გამოიყენეს სადავო საქმეები, რათა მზია “განმეორებით დამნაშავედ” გაესაღებინათ” – კლუნების ფონდი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს.
როგორც ფონდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელის “საქმე შემზარავი შეხსენებაა, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში”.
“ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა. მის ბოლო სხდომაზე: სასამართლომ ჩახსნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ. პროკურატურამ გამოიყენა სადავო საქმეები, რათა მზია “განმეორებით დამნაშავედ” გაესაღებინა. პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუჩენიათ. მზიას საქმე შემზარავი შეხსენებაა, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში. მსოფლიო აკვირდება ამ საქმეს”, – წერს კლუნების ფონდი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“