“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – –მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაწვრთნილი ძაღლები, ოთხფეხა მეგობრები ადამიანის, რომლებიც ეხმარებოდნენ წლობით დანაშაულის გახსნაში, კახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. როგორც წერენ, სიბერის გამო. ძაღლების ნაწილი 10 და მეტი წლისაა, რამდენიმე 7 შლის, ერთი 5 წლის და ერთიც სულაც 2 წლის.
–მ სულ 12 ძაღლი “ჩამოწერა” და დატოვა თავშესაფარში.
მოქალაქეები ითხოვდნენ, სააგენტოს თავისი ვალდებულება შეესრულებინა და გაესტირელებინათ მაინც, რადგან ვინმეს გასამრავლებლად და ლეკვების გასაყიდად არ წაეყვანა და ისევ არ ეწვალებინა,
სააგენტო პასუხობს:
“მაკვირვებს თქვენი აზრი, ეს შსს ძაღლებია, ზოგიერთი 8-9 წლის არის და მეტი, როგორც ასეთი გადამწვარები არიან, როგორც გვითხრეს და გამრავლების უნარი აღარ გააჩნიათ.”
მოქალაქეები კომენტარებში წერენ:
გადამწვრები არა გადახარშულები, რას იგონებთ ხალხნო, ცოტა ლოგიკასთან ახლოს მაინც იყოთ! ერთი კომპეტენტური თანამშრომელი მაინც არ გყავთ? ასე გითხრეს დაიჯერეთ და სტერილიზაცია, კასტრაციის გარეშე გააჩუქეთ? გერმანული ნაგაზი რამდენი წლის არის?
ძაღლს გამრავლების უნარი ღრმა სიბერემდე აქვს და მეც მაკვირვებს თქვენი,რომ ამაზე ახსნა გჭირდებათ. ..სააგენტოს შიდა განაწესის მიხედვით კი პირდაპირი ვალია გასტერილებული, აცრილი ცხოველის გაშვილება…