გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე – პრეზიდენტი ექსპრეზიდნეტის განცხადებებზე ჯერ დუმს

გამოიკითხებიან თუ არა 2007 წლის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, ჯერ უცნობია. თემა აქტუალური ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა. სახელისუფლებო პარტიაშია საუბრობენ, როგორი უნდა იყოს სამართლებრივ რეაგირება, თუმცა მიაჩნიათ, რომ “ფეესბესთან” კავშირში დადანაშაულება, მძიმე ბრალდებაა და მას პასუხი სჭირდება.
სააკაშვილის ბრალდებაზე არანაირი რეაგირება სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არ ჰქონია. 16 წლის წინანდელ მოვლენებზე, პოზიცია უცვლელია ”ნაციონალური მოძრაობაში”. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამტკიცებენ, რომ 7 ნოემბრის აქციის დაგეგმვის მიღმა, სწორედ რუსული ინტერესი იდგა და ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული. ოპოზიციის ნაწილისთვის, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გამოკითხვის თემა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.

2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევის მიზეზებზე, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა, მმართველი პარტიის თქმით, მინიმუმ ამ პოლიტიკოსების მხრიდან შესაბამის შეფასებას იმსახურებს.

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე ან აქციის სხვა ორგანიზატორები ჯერ-ჯერობით უცნობია. თავად ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბრალდება 7ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავაა არიან ბრალდებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში