გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი

გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი
აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ორ შემთხვევაში კი, მოქალაქეები, ჯამში, 5,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.