გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი კარგია თუ ცუდია, რაც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა

გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი კარგია თუ ცუდია, რაც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, მისი შვილის სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროკავშირის ელჩს მიმართა, გამოვიდეს და თქვას კარგია თუ ცუდია ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს და მის ოჯახს დამართა
. მანვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს. „გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი სულხან მოლაშვილის მამა, რომელიც დღეს მობრძანდა, რომელიც ყვება იმ წამებაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა, რომელიც მინუს ერთ სართულზე ჰყავდათ დამწყვდეული უჰაეროდ, დილეგში, საჭმლის გარეშე, სკამისა და საწოლის გარეშე, დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით, ამ დროს რომ არ ეყვირა ჩამოაცვეს თავზე ცელოფანი და გუდავდნენ, არ უმკურნალეს C ჰეპატიტზე, გარეთ მყოფ ოჯახს აყიდინეს აგარაკი, გადააცემინეს სახელმწიფოზე და ყველაფერი უბედურება რაც მოვყევით, გამოვიდეს და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა კარგია ეს თუ ცუდია, მეტი ჩვენ მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება თუ ის პირადად შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
Previous: : ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება