„გამოვთქვამ იმედს რომ ბოლომდე გააზრებული გვაქვს შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობა“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რას ბოდავენ რეჟიმის მაღალჩინოსნები. ვერც ქოცთა უაზრო ყიყინი შეცვლის რამეს. ყველაზე კარგად საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე თვითონ ბორია ივანიშვილს ესმის და ყველანაირად ეცდება თავის დაძვრენას, რაც რთული წარმოსადგენია.
გამოვთქვამ იმედს რომ ბოლომდე გააზრებული გვაქვს შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობა და თავმოუბმელობით, მავნებლობით თუ უკვე ტრადიციად ქცეული სასარგებლო იდიოტობით არ მივცემთ საკუთარი ხალხის სასიკვდილოდ გამწირავ რეჟიმს პასუხისმგებლობისგან თავის დახსნის საშუალებას.
როგორც არ უნდა შეგვაშინონ, რითაც არ უნდა დაგვემუქრონ და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე – ანუ ბოლომდე.
ბ ო ლ ო მ დ ე!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?