გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს! – რა ხდება ბერლინში

გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს! – ამ სიტყვებს სკანდირებენ ბერლინში სასტუმრო ადლონთან შეკრებილი ემიგრანტები.
ისინი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიღების პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.
მგონია, რომ ცოტა აერიათ, სად უნდა გაემართათ ეს მიღება. 100 მეტრის დაშორებით არის შენობა, სადაც რეალურად უნდა შესულიყვნენ – ს საელჩო, იმიტომ, რომ მათი ადგილი არც ევროპაში, არც საქართველოში არ არის, ერთადერთი ქვეყანა, სადაც მათი ადგილია არის რუსეთი,. შეუძლიათ აქედან აღარ დაბრუნდნენ საქართველოში და წავიდნენ რუსეთში,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ წუთებში პრემიერი მიღებას მართავს და სიტყვით გამოდის. პრემიერის მიღებაზე ინფორმაცია თავდაპირველად მწერალმა მ გაავრცელა. ღონისძიებაზე მიწვეული არის საქართველოდან 3 000-მდე სტუმარი, თუმცა ბუღაძე ხაზს უსვამს იმას, რომ პრემიერი არ ეპატიჟება გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს.