მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე-მეოთხე ტურის დროა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა – ვიღაცები მუნდიალს მიუახლოვდებიან, ზოგიერთები შანსს გადაიწურავენ, ბევრგან კი ბრძოლა ნოემბერშიც გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თურქებთან სტუმრობამდე, სადაც მეორეადგილოსანი მნიშვნელოვნად უნდა გამოიკვეთოს, ესპანეთს ელჩეში შევხვდებით, სადაც უამინდობის შემდეგ უნდა გამოიდაროს – შაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე.
ვილი სანიოლის გუნდს იდეალური სექტემბერი არ ჰქონდა, მაგრამ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ბულგარეთს აჯობა. თურქებთან დაკარგულის ანაზღაურება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მანამდე ესპანური დაპირისპირებაა.
როცა “ფურია როხა” შესაბამის ხასიათზეა, მისი შეჩერება როგორია თავის თავზე თურქებმაც იწვნიეს, თუმცა ისინი მუდამ ასეთ ფორმასა და ხასიათზე ვერ იქნებიან. ესპანელთა დანაკლისი მცირე ნამდვილად არაა, დე ლა ფუენტეს გუნდი იამალისა და ნიკო უილიამსის ფლანგური შეტევების გარეშე რთული წარმოსადგენია, აბა, როდრის დანაკლისს შეჩვეულები არიან.
სანიოლის გუნდის მხარეს დიდი ენთუზიაზმი და კონტრშეტევებზე წარმატებაა, რაც მათ ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთანაც დაგვანახეს. ეგაა, ახლა ფრანგი გუნდს სხვა ტაქტიკით ათამაშებს, ესპანეთის ნაკრებთან კი შეტევაზე ფიქრი რთული ამბავია.
ხვიჩა კვარაცხელია პედრისთან ერთად ამ მატჩის მთავარი სუპერვარსკვლავია. არ ვიცით, ახლადმომჯობინებული “კვარა” რამდენს და როგორი ხარისხით ითამაშებს, მისი კლასი კი მოწინააღმდეგეს ძალიან აშინებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ (9 გაიტანეს) და საინტერესოა, პირველად მათ ვინ დაამწუხრებს. “ფურია როხამ” ბოლო ორი მუნდიალი ჩააგდო, ახლა მოსაგებად ემზადება და მანამდე გზის გავლა აღმავლობით სურს.
საქართველოს თავისი მიზნები გააჩნია და ეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დაგემოვნებაა. ერთ დროს ამხანაგურ მატჩში ესპანელთა დამარცხება ოპტიმიზმს ახლაც იძლევა, რომ ყველაფერი შესაძლებელია!..
ოიარსაბალი, ტორესი და ოლმო შეტევის სამეულში იქნებიან, მათ კი “არსენალელები”, მერინო და ზუბიმენდი დაეხმარებიან.
ესპანელთა მარჯვენა მცველ პოროს თბილისური მატჩი კარგად არ უნდა ახსოვდეს, იქ მას კვარაცხელიამ “სისხლი გაუშრო.” სასიამოვნო მოგონებები არც ლე ნორმანს გააჩნია, ევრო 2024-ის მერვედფინალში “კვარას” ზეწოლის შემდეგ ავტოგოლი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცნობა რთულია, რადგან სამ დღეში თურქებთან მატჩია, რის გამოც სანიოლი გარკვეულ დათმობებსა და ძალების გადანაწილებაზე უნდა წავიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი: სიმონი – პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელა – პედრი, მერინო, ზუბიმენდი – ოლმო, ოიარსაბალი, ფ.ტორესი;
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, გაგნიძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
“ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად” – რა თქვეს “ჯვაროსნებმა” მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
“ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად” – რა თქვეს “ჯვაროსნებმა” მატჩის წინ?
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა” – უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა “დაუძვრე” წაგებას – თურქეთის შემდეგ
