„გამოგიტყდებით და მქონდა მოლოდინი, რომ ნუცა ბუზალაძე სთან ერთად დუეტში იმღერებდა “ვ ლესუ რადილას იოლოჩკა”-ს, მაგრამ ბედი არ გინდა?“ – დავით ზურაბიშვილი

„გამოგიტყდებით და მქონდა მოლოდინი, რომ ნუცა ბუზალაძე სთან ერთად დუეტში იმღერებდა “ვ ლესუ რადილას იოლოჩკა”-ს, მაგრამ ბედი არ გინდა?“ – დავით ზურაბიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
„გამოგიტყდებით და მქონდა მოლოდინი, რომ ნაძვის ხეს აანთებდა ხარებას სპეცრაზმი, სათამაშოებად ჩამოკიდებდნენ მოციმციმე ხელკეტებს, ფარებს და მუზარადებს, ფეიერვერკის (ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას) ნაცვლად ჰაერში ააფრქვევდნენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლებს, პრეზიდენტად დანიშნული ყაველაშვილი თოვლის პაპად გადაცმული გამოვიდოდა და დაგმობდა სანტა-კლაუსს, როგორც გლობალური ომის პარტიის მიერ კოჰაბიტაციასავით თავსმოხვეულ აგენტს და ბოლოს ნუცა ბუზალაძე მამუკა მდინარაძესთან ერთად დუეტში იმღერებდა “ვ ლესუ რადილას იოლოჩკა”-ს, მაგრამ ბედი არ გინდა? გადაგვაგდეს ამ ფარჩაკებმა.“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის