,, გამიჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ტრამპის მკვლელობა დაგეგმილი იყო და მასში საიდუმლო სამსახურიც მონაწილეობდა” –

,, გამიჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ტრამპის მკვლელობა დაგეგმილი იყო და მასში საიდუმლო სამსახურიც მონაწილეობდა” –
დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან რთული დასაჯერებელია, მაგრამ მას მერე რაც გავუძელი და ვუყურე ამერიკის საიდუმლო სამსახურის (USSS) შეფის კიმბერლი ჩიტლის დაკითხვას კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტში, რომელსაც ორივე პარტიის კონგრესმენები აწარმოებდნენ, გამიჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ტრამპის მკვლელობა დაგეგმილი იყო და მასში საიდუმლო სამსახურიც მონაწილეობდა.
კიმბერლი ჩიტლმა კონგრესმენების ყველა კითხვას თავი აარიდა სიტყვებით “არ მახსოვს. არ ვიცი”. ზოგიერთი იმდენად გამოიყვანა წყობილებიდან, რომ უშვერ სიტყვებზეც კი გადავიდნენ. ერთადერთი აღიარა, რომ ეს თავდასხმა იყო საიდუმლო სამსახურის ყველაზე დიდი ჩავარდნა მის ისტორიაში, თუმცა კონგრესმენების მოწოდებაზე, რომ უნდა დატოვოს სამსახური თავხედურად უპასუხა, რომ ამას არ იზამს, რადგან საუკეთესოა ამ საქმისათვის…. მოკლედ კი ვიტყვი, რომ USSS-მა არა თუ ვერ შეასრულა, არამედ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა და ეს დაკითხვიდან გამოჩნდა.”

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)