თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
“გამიშვით, მომისაჯეთ…” – სასამართლო პროცესზე 71 წლის ქალმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის სიყვარულისთვის სჯიან.
„გამიშვით, მომისაჯეთ… ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვით, მომისაჯეთ, იყოს ბებო, მე ქვეყნის გულისთვის ვისჯები, შემოვევლე ყველას, ამათ გულისთვის თავსაც გავწირავ. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი, ბებო, დამსაჯეთ, მე ვარ, რაც გინდათ იმას უყურეთ, მე ვარ პროტესტის მონაწილე, კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ” – თქვა მან. (“რადიო თავისუფლება”)
“ოცნების” სასამართლომ, საბოლოოდ 71 წლის აზა ჩილაჩავას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 1-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას რამდენიმე საათში შეუსრულდება დაკავებიდან 24 საათი და გაანთავისუფლებენ.




