“გამიმართლა, ოცნების დროს რომ მომიკლეს შვილი და არა ნაცების დროს? ღმერთმა ისე გაგიმართლოთ”– ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე:
ახლა ყველას გასაგონად ვამბობ და თქვენ თუ ზღაპარში გინდათ ცხოვრება იცხოვრეთ!!!
რა ბედს გავიზიარებდი მიშას დროს გითხრათ???? იმ ღამესვე დაიჭერდნენ ყველას, ვერავინ ვერ გაბედადავდა საქმის შეკერვას და თუ ვინმე გაბედავდა ყველას მიაყოლებდა ზედ, ქუჩაში დადგომა არ მომიწევდა და შვილის გლოვის საშუალება მექნებოდა ნორმალურად, ოჯახი არ დამესტრესებოდა, თუნდაც მაგ სიტყვებით რაც ეხლა მითხარით მასეთი ლაპარაკებით და შვილის გამყიდველად არ მომნათლავდა, როგორც ოცნებისტებმა. არ დამიწყებდენ იმის ძახილს, რომ მე ვიღაცისტი ვყოფილვარ, თურმე, როგორც ბიძინამ ბრძანა ფაქტების გადასაფარად, ახლა გაცილებით მშვიდი ცხოვრება ექნებოდა ჩემს ოჯახს მიუხედავად ტრაგედიისა, არ მომიწევდა ცხოვრების სტილის შეცვლა, ოჯახი გამთლიანებული მეყოლებოდა, არ ათრევდნენ დედაჩემს როსთაველზე, არ შეურაცხყოფდნენ ჩემს მეუღლეს, არ და არ იქნებოდა ასე რაც ამ ნაძირლებმა გააკეთეს ჩემი ოჯახის მიმართ და სხვა მრავალი.. პროკურორ გამომძიებლები არც ახლა არ მიუციათ პასუხისგებაში და მაგის გადასაფარად ხელახლა არ დაიწყებდნენ ჩემი ოჯახის ბულინგს, როგორც ღარიბაშვილის სანათესაომ იკადრა ორი წლის წინ და ახლა ეს ბიძინას მონები არ აყვებოდნენ, რომ ვიღაცას მივყიდე შვილის სული და ვაჭრობა დავიწყე მოკლული შვილით, ისევ ხელს აფარებენ საქმის ამრევ ე.წ. სასტავს.
მე არაფერს არ მიმიღწევია, თუ რამე გაკეთდა ისევ თქვენთვის გაკეთდა და ხალხმა, არასამთავრობოებმა და თავისუფალმა მედიამ მიაღწია რაც მიაღწევინეს ძალით. ასე რომ შენი და თქვენი ლოგიკა რაში მდგომარეობს მე არ ვიცი და რას გულისხმობთ მაგ სიტყვებში ვერანაირად ვერ ჩავწვდი. ხო და თუ თქვენი ფანტაზიები ზღაპარში ხეტიალია, დაე, იხეტიალეთ. ხომ გჯერათ რომ გამიმართლა, ოცნების დროს რომ მომიკლეს შვილი და არა ნაცების დროს?ხო და ღმერთმა ისე გაგიმართლოთ და ღმერთმა იმ ბედ–იღბალით გატაროთ, როგორც თქვენ ფიქრობთ რომ მე და ჩემ ოჯახს გაუმართლა ოცნების ხელისუფლების ხელში რომ მომიკლეს შვილი და არა ნაცების დროს. უფალმა აგიხდინოთ ეგეთი გამართლება. პ.ს. მე რომ რამეს მიმეღწია, ეხლა ჩემი შვილი ცოცხალი მეყოლებოდა თქვე ბიძინას ბოსლის საქონლებო. წინაც და ახლანდელი ხელისუფლებაც დეიწვიეთ ლოცვა–კურთხევაში და თქვენი დედაც და ოჯახიც ყველასი ვინც ამ აზრზე ხართ. დიდი წერტილიიი.

ასევე დაგაინტერესებთ