გამარჯვების ჩემი ფორმულა ასეთია – ტექნიკური მთავრობა და ორი არჩევნები ერთ წელში – პრეზიდენტი

ჩემი ფორმულა ასეთია – მე არ მჯერა გაერთიანებების, გამოვლილი მაქვს ქუჩაში დგომა, დიდი გაერთიანების ფონზე, მერე იწყებოდა, მე ათი ადგილი, არა – მე და წარმოუდგენელია. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება. დღეს ერთი შეთანხმებაა – ევროპაზე და ევროპულ გზაზე. უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა შევასრულოთ – ევროპელები დაგველოდებიან არჩევნებამდე. ვდებთ პირობას, ვაწერთ ხელს, რომ ამას გავაკეთებთ – როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა – 3–6 თვეში, რომ მოვიშოროთ ესენი, კორუფციაზე რა უნდა გაკეთდეს 3–6 თვეში, რომ ამოვიდეთ ჭაობიდან, როგორი უნდა იყოს შემდეგი არჩევნები. ეს იქნება ტექნიკური, კოალიციური მთავრობა – უნდა დავდოთ პირობა რომ 1 წელში ჩატარდება ხელახალი არჩვენები. 2024 წლის არჩევნები ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი, პარტიებს არ ექნებათ თავიანთი ხედვის, პროგრამის, იდეოლოგიის ჩამოყალინების საშუალება. ერთი ქოლგით – ჩვენ შეგიყვანთ იმ პროცესში, რომელსაც ქვია დასავლური გზა. სხვა გზა არ არსებობს. დღეს სხვა ამბიციების დრო არ არის, უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ რაზე ვთანხმდებით.

ასევე დაგაინტერესებთ