გამარჯვების ტოლფასი ფრე ალბანეთში – “იბერია 1999” კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „პარტიზანს“ დაუზავდა – 0:0.
სახლში თბილისურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად სასუსრველ ფრეს მიაღწია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ “ბაშაქშეჰირს” დაუპირისპირდება.
იბერია 1999 – პარტიზანი 0:0
იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (დადიანი 90+3), ნონიკაშვილი, კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 64), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (ს. მამაცაშვილი 79), სიხარულიძე (სილა 65)