„გამარჯვების კოალიციამ“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა

„გამარჯვების კოალიციამ“ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
ფორუმზე მთავარ განსახილველ საკითხებს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი წარმოადგენდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრას ახალგაზრდები, უცხოელი სტუმრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის თქმით, ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღეა, შესაბამისად, ფორუმზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
“დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. როგორც ვიცით, ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა. ხვალ უნდა გადაწყდეს მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრაც.
ჩვენ გვყავდა სტუმრები ნიდერლანდებიდან, ასევ, ჩვენი უცხოელი კოლეგები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები და გვქონდა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და დებატები სწორედ ამ საკითხების გარშემო.
დარწმუნებული ვარ, რომ დადებითად გადაწყდება კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი საქართველოსთვის, ვიმსჯელეთ იმ თემაზე, თუ რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
შეხვედრას ესწრებოდა უამრავი ახალგაზრდა, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა დიაროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე ჭეიშვილი – კადრულობენ და ობსკურანტიზმის მედროშეებად წარმოგვაჩენენ – ინიციატივის არსია, საგანმანთლებლო პროგრამების ბენეფიციარობა გამარტივდეს, მეორე მხრივ კი გრანტი სუვერენიტეტზე თავდასხმის იარაღად არ იყოს გამოყენებული

მამუკა მდინარაძე – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არის გარკვეული თავდასხმა – როცა რამდენიმე დღით ასწრებ „გრანტების“ შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია