მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
წვიმიან ამინდში დებიუტში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან დიმიტროვის თავური მამადაშვილმა მოიგერია. ამას მასპინძელთა შეტევები მოჰყვა და კაკაბაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვუცოვმა მოიგერია. უკვე დასაწყისში მიიღეს ყვითელი ბარათები მექვაბიშვილმა და ლოჩოშვილმა. შემდეგ კვარაცხელიამ უშედეგოდ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. მოწინააღმდეგე დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 30-ე წუთზე ხვიჩამ მცველის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ბულგარელებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და ლოგიკური მეორე გოლიც გავიტანეთ – დავითაშვილმა გაგნიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე ტაიმი თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც კი სანიოლის შეგირდები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას, მესამე გოლი ვუცოვს მიქაუტაძემ გაუტანა, რის შემდეგაც ფრანგმა სპეციალისტმა რიგი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, ბოლოს გულიაშვილმა ორჯერ ვერ უწია მიზანს და 3:0.
ერთი სიტყვის, ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ საფრანგეთის ძლევის მერე ფეხბურთელებმაც გაგვახარეს.
მომდევნო შეხვედრას 11ოქტომბერს გასვლაზე ესპანეთთან ჩავატარებთ.
საქართველო – ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (65)
საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე (ლომინაძე 83), ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია (გულიაშვილი 77), დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)
· ჯერ კიდევ წინაა ყველფერი. სიმართლე უნდა ვთქვა ძნელ გამარჯვებას ველოდი., მარა ჩვენებმა საერთოდ გააქრეს ბულგარელები მინდვრიდან. კვარა საუკეთესო იყო კაპიტნის სამკლაურით ნამდვილი კაპიტანი. ბრავო კვარა გილოცავ კაპიტნობას. დავითაშვილი მშვენიერი იყო და პროდუქტიული, ასისტიც ამაზე მეტყველებს. როგორც იქნა “ გავარსიკინეთ” სანილოს ყველამ ერთად და წვიმაში მშრალადაც შევინახეთ კარი. მგონი გულიაშვილმა კიდევ უნდა ივარჯიშოს ჯერ ნაკრები ადრეა ჩემი აზრით. ლომინაძეს ბევრი დრო უნდა მიეცეს მშვენივრად წაიღო ბურთი და საგოლედ უპასა მაგრამ გულიაშვილი სუსტი ყოფილა, ამდენი ცდიდან ვერცერთი ვერ გაიტანა.
· ქობულეთიდან გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. კლასში ძალიან დიდი იყო სხვაობა და კიდევ ერთი რამე იმსახურებს აღნიშვნას, თურქეთთან მარცხის მერე გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად განეწყო და შედეგიც სახეზეა, ბულგარეთი სულაც არაა ადვილად დასამარცხებელი გუნდი.
· Gurulo v-ს 😂 მაგრად გესმის ფეხბურთი,მშურს შენი😂
· ჭ კლასი გულიაშვილი ახლა რამდენს სცოდავს/თავხედობს და რამეს რომ მიაღწიოს მერე რაღას იზამს… დასამუნათებელია უეჭველი და არც უნდა გამოიძახონ ერთხანს
· ალექს პირველ რიგში გილოცავთ! ისეთი დღეა არ მინდა ვინმეს მიმართ საყვედური,მაგრამ გულიაშვილი პასი.. პააასიიი.. ფეხბურთი გუნდური სპორტია გულიაშვილი!
· ალფა გადასარევი თამაში იყო. იმედია იაღლიშებს აღმოფხვრიან. სამწუხაროდ, გულიაშვილი არაა სანაკრებო დონე და რაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი. აბუაშვილი და კვერნაძე სადაცაა, იქ ფლანგზე გულიაშვილს რატო ათამაშეენ გაუგებარია.
· A ზივზივაძეს და გულიაშვილს, მამუჩაშვილს ფეხბურთში და ოჩხიკიძე ანდრონიკაშვილს კალათბურთში ნაკრებში არაფერი ესაქმებათ
· გეგი გავიხაროთ! ყველას გილოცავთ ხალხო და მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს! კიდევ ბევრი მოგება და წარმატების საწინდარი იყოს ეს!
