ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლივერპულმა“ გასვლაზე „აინტრახტი“ 5:1 დაამარცხა.
დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ბაოიას დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, თან თამაშგარე დაფიქსირდა, აქედან მოყოლებული უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას გოლი გაუშვეს. მალე ეკიტიკე მცველებს გაექცა, ანგარიში გაათანაბრა და თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მერე ცეტერერის კარი ვან დეიკმა და კონატემ დალაშქრეს და პირველი ტაიმი „წითლებმა“ 3:1 მოიგეს.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, სლოტის გუნდი სრულად ფლობდა ინიციატივას, კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების მერე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
„ლივერპული“ 6 ქულით მეათე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, სახლში „რეალთან“ ჩაატარებს.
აინტრახტი – ლივერპული 1:5
გოლი: 1:0 კრისტენსენი (26), 1:1 ეკიტიკე (35), 1:2 ვან დეიკი (39), 1:3 კონატე (44), 1:4 გაკპო (66), 1:5 სობოსლაი (70)
გაძლიერება თავდასხმაში – მარმუში “სიტის” ფეხბურთელი გახდება
“მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა” – კლოპმა კოუტინიოს “ბარსელონაში” ტრანსფერი გაიხსენა
მამარდაშვილის “ლივერპულის” მორიგი ტრანსფერი – ეკიტიკე კარიერას “ენფილდზე” განაგრძობს
“ტოტენჰემი” პოსტეკოღლუს შემცვლელად ორ მწვრთნელს განიხილავს
გადაწყდა – მარმუში “სიტის” 80 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
“მანჩესტერ სიტი” მარმუშის გაფორმებასთან ახლოსაა
“აინტრახტი” მორიგ დიდ შემოსავალს ელის – კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
