ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან (1:2) მარცხის შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჰაშეკის თქმით, მისმა გუნდმა სამართლიანად გაიმარჯვა, თუმცა მთავარი ჩეხეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
“ჩემი აზრით, სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. ბიჭები ერთმანეთისთვის თამაშობდნენ და სასურველი შედეგის მისაღწევად მონდომება არ დაიშურეს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯი იყო.
ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკა? რა თქმა უნდა, როდესაც მეტოქესთან 4 ბურთიანი სხვაობით მარცხდები, არავინ შეგაქებს, კრიტიკა ლოგიკური იყო. რამდენიმე ექსპერტიც გავიცანით, მაგრამ
ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ.
გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გავიმეორებ, მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა”, – განაცხადა ივან ჰაშეკმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება.
აღნიშნული მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება.