18 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
თოფურიამ UFC Espanol-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში გამარჯვებას პირველივე რაუნდში აპირებს.
“ვფიქრობ, რომ პირველივე რაუნდში გავიმარჯვებ. თუ ფეხებში ჩამივარდება, აუცილებლად გავთიშავ. გამოცდილება მის მხარესაა, თუმცა თავს სრულყოფილ მებრძოლად მივიჩნევ.
ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე, ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშისას რაიმე განსაკუთრებული ვცადეთ. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ამ ყველაფერში გურამ ქუთათელაძეც დამეხმარა, რადგან სტილით ვოლკანოვსკის ძალიან წააგავს. მოუთმენლად ველი ბრძოლას”, – განაცხადა თოფურიამ.