“გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, ამას მივაღწიოთ”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით “ჰამასის” წინააღმდეგ ომი “მიმდინარეობს ყველა ფრონტზე და გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ არ მიაღწევენ ყველა მიზანს, რაც დასახული აქვთ”.
ნეთანიაჰუს უარყოფს აზრს, რომ ისრაელს არ შეუძლია გაიმარჯვოს და ამბობს, რომ არ წავა არანაირ კომპრომისზე – “ჩვენ მიზნად მივიჩნევთ სრულ გამარჯვებას – არა მხოლოდ ჰამასის დარტყმას, არა მხოლოდ ჰამასის დაზიანებას და არა ჰამასის მორიგ რაუნდს”.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი აზრით მძევლების გათავისუფლება,მხოლოდ სამხედრო ზეწოლის ფონზეა შესაძლებელი და რომ მიზნების მიღწევამდე ომის დასრულება მხოლოდ წაახალისებს მტრებს.
“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს: ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას – და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას; ჰამასის ლიკვიდაცია; და დარწმუნებული ვარ, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის, რომ არ იქნება პარტია, რომელიც ასწავლის ტერორს, აფინანსებს ტერორს, აგზავნის ტერორისტებს ჩვენს წინააღმდეგ… მანამდე ომის შეჩერება დააზარალებს ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში. ომის დასრულება მიზნების მიღწევამდე სისუსტის გზავნილს გადასცემს და ჩვენს მტრებს წაახალისებს, ირწმუნონ, რომ ისინი გვამარცხებენ. შემდეგ კი შემდეგი ხოცვა მხოლოდ დროის საკითხი იქნებოდა”. – აცხადებს ნეთანიაჰუ.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას: თუ რატომ სჯერდებოდა ისრაელი ირანის მარიონეტებზე თავდასხმას, იმის ნაცვლად, რომ ირანს დასხმოდა თავს? ნეთანიაჰუმ უპასუხა “ვინ ამბობს, რომ არ ვესხმით თავს ირანს? ჩვენ თავს ვესხმით ირანს.”