“გამარტყა, თუმცა გამთიშავი არ ყოფილა… ბოლოს ამიტომ აღარ გავრისკე” – მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა

UFC-ის ახალმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა(18-4) Youtube-ზე ვატო ღვინჯილიასთან ინტერვიუში, შონ ომალის(18-2) წინააღმდეგ მე-5 რაუნდის ბოლო წუთებში გატარებულ დარტყმაზე ისაუბრა.
“გამარტყა ნადვილად და მაგრძნობინა, მაგრამ გამთიშველი არ ყოფილა, პირიქით ხანდახან ეგ უფრო მაღვიძებს ხოლმე და მერე უფრო უჭირთ ჩემს მოწინააღდეგეებს, უბრალოდ აღარ შევედი რისკში, რადგან მოგებული მქონდა ბრძოლა”, – განაცხადა დვალიშვილმა.
მე-5 რაუნდის ბოლოს მიყენებულმა ამ დარტყმამ, ქართველი გულშემატკივარი ცოტახნით აანერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
მერაბმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ის უკვე ქამრის დაცვაზე ფიქრობს. ქართველის სავარაუდო მეტოქეები დაღესტნელი მებრძოლი
უმარ ნურმაგომედოვი (18-0) ან UFC-ის წარსულში ჩემპიონი დევისონ ფიგუედო (24-3) იქნებიან.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

“მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ…” – რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?
“არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ…” – დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა
“ო’მალის ბრძოლისას ამიტომ ვაკოცე” – რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი?

ასევე დაგაინტერესებთ