გამარტივებული გადახდა ალდაგის მომხამრებლებისთვის

ალდაგისა და Keepz-ის პარტნიორობის ფარგლებში, ალდაგის მომხმარებლები სადაზღვევო პრემიის გადახდას გამარტივებულად შეძლებენ. გადახდის ბმულს მომხმარებელი მობილურ ტელეფონზე მიიღებს და ლინკზე ერთი დაჭერით შეძლებს ოპერაციის დასრულებას.
Keepz ქართული ტექნოლოგიური ა, რომელიც მარტივ და უსაფრთხო გადახდის ინოვაციურ მეთოდს სთავაზობს მომხმარებლებს.
გამარტივებული გადახდა პროცესს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის, რაც ნიშნავს რომ ესემესის მოსვლის შემდეგ, მოცემულ ბმულზე გადასვლით, google pay-ს ან apple pay-ს დახმარებით მხოლოდ ერთი მოქმედებით გადაიხდი პრემის და ამისთვის აღარაა საჭირო პოლისის ნომრისა თუ სხვა დეტალების დაზუსტება.
“ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, ისეთი სერვისი შევთავაზოთ რაც მეტ კომფორტს გულისხმობს. KEEPZ-ის გამარტივებული გადახდა, პროცესს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. ეს სისტემა გვეხმარება მომხმარებელს ერთი მხრივ არ გამორჩეს გადახდის თარიღი და მეორე მხრივ, სწრაფად დაასრულოს გადარიცხვის პროცესი,”- აცხადებენ ალდაგში;