“გამართლდა ჩვენი ვარაუდი” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი, :
გამართლდა ჩვენი ვარაუდი. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,71 მილიარდ დოლარს, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილარდ დოლარამდე შემცირდა.
ასევე სწორი გამოდგა ჩვენი პროგნოზი, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არნახული ოდენობის დოლარები გაყიდა. უკვე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ მისი ოდენობა 733 მილიონი დოლარია. ოფიციალურად ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერს გამოაცხადებს.
“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.
თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5,44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4,08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესეიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება.