გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება

გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე “იმედის კვირასთან” საუბრობს უთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და რეზოლუციის ტექსტზე, სადაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პუნქტების შეტანას გეგმავდნენ.
“რუსიფიკაციის პოლიტიკა, ქართული კვალის წაშლა, ის რომ ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ საკუთარ ენაზე სწავლის საშუალება და ა.შ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდოდა, რეალურად ამ რეზოლუციაში იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ მოხდა ასეთი რამ, რომ ამერიკულმა დელეგაციამ წარმოადგინა რამდენიმე შესწორება ამ რეზოლუციაში. ჩვენ წავედით ამ შესწორებების წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს შესწორებები არ ეხმიანებოდა ქართულ ინტერესებს.
გამაოგნებელია ის, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ასეთი შესწორება. რეზოლუციაში ეწერა: “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო”, რაც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი ტერმინია ჩვენთვის. “ და სამხრეთ ოსეთი უნდა შერიგდნენ”, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს ეს სამი მხარეა კონფლიქტის მხარე. გამოვედი და ეს ჩანაწერი გავაკრიტიკე, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ეს შესწორება მაინც გავიდა. ამის შემდეგ მე მქონდა ძალიან მწვავე განცხადება პლენარულ სხდომაზე, სადაც გამოვთქვი სინანული, რომ ეუთოს ასამბლეამ ამ ჩანაწერის მიღებით ს წისქვილზე დაასხა წყალი”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ