გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ტკბილი, ლამაზი ოჯახი – ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული

გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ტკბილი, ლამაზი ოჯახი – ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული
მინდა, რომ თქვენ, როგორც სამართლიანობის აღმდგენმა კომისიამ, სწორი,შესაბამისი დასკვნა დადოთ ჩემს საქმეზე – რას შეესაბამება ეს საქმე, ასეთი მკვლელობა? – ამ კითხვით მიმართა “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათურმა წყობამ ოჯახი გაუნადგურა.
“გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით,” – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომლის თანახმად, დათა ახალაია და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვაში მონაწილეობდნენ.
“თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა”, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში. უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა – ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში.” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს