„გამაგრდი, ძმაო. დაე, შენი შუქი ყველა განსაცდელში ანათებდეს“

„გამაგრდი, ძმაო. დაე, შენი შუქი ყველა განსაცდელში ანათებდეს“, – წერს ცნობილი ირლანდიელი რეპერი Rejjie Snow საბა ჯიქიას ვიდეოზე, რომელიც „პუბლიკის“ ჟურნალისტმა, მინდია გაბაძემ ინტრაგრამზე გამოაქვეყნა.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სინდისის პატიმარს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.
საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)