გალში ჩამოგდებულია დრონი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას და სამხედრო ობიექტებს იღებდა – სოხუმი

აფხაზეთის [დე ფაქტო] СГБ-ის ინფორმაციით, 2024 წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას, “ს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ს ФСБ-ის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლების მიერ “მავიკ 3-ის” მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს გალის რაიონის სოფელ ბგოურაში [მეორე ოტობაია], რომელიც იღებდა მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს”.
“ელექტრონული საომარი ტექნიკის გამოყენების შედეგად, დრონი ჩამოგდებულია.
ოპერატიული მონაცემებით, დადგინდა, რომ ეს მოწყობილობა ეკუთვნის ცნობილ ქართველ აქტივისტს და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერს დავით ქაცარავას,” – წერია განცხადებაში.
“ჩემო მეგობრებო! დღეს, ჩვენი მორიგი პატრულირების დროს, ორკებმა მოახერხეს ჩვენი დრონის, მავიკ 3 ის ჩამოგდება. მოგეხსენებათ, დრონი ჩვენი პატრულირების განუყოფელი აქსესუარია, რომელიც ჩვენს პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან შეუდარებლად დიდ ეფექტურობას და სარგებლიანობას მატებს. ძალიან მერიდება თხოვნით თქვენი შეწუხება, მაგრამ ამ ეტაპზე გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს, არ გვაქვს არანაირი რესურსი ოპერატიულად შევიძინოთ აღნიშნული მოდელის დრონი, რომლის ღირებულება(მეორადი) მერყეობს 4000-5000 ლარის ფარგლებში კომპლექტაციის მიხედვით,” – წერს დავით ქაცარავა 16 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაცაბიძე „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე – ეს რეალობის სრული დამახინჯებაა – ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებს უწევთ ვალიდური პირადობის მოწმობების წარმოდგენა, ამ პროცედურას კი საარჩევნო პროცესებთან საერთო არაფერი აქვს