გალში ქართულ მხარესთან შეხვედრების აღდგენის გეგმაზე საუბრობენ

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია აცხადებს, რომ მიმდინარეობს სპეციალური ზონის მომზადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში შეხვედრების ჩასატარებლად.
“ენგურის ხიდის შემდეგ, არმისული ჩვენს გამშვებ პუნქტამდე ვამზადებთ ზონას კონფერენციის დარბაზით. იქ შეხვდებით ხოლმე. თან აფხაზეთის ტერიტორიაა, თან ისინი ჩვენთან ბოლომდე ვერ შემოვლენ. ვეცდებით ასეთ ფორმატში დავიწყოთ ნორმალური დიალოგი”, – ამბობს ფილია.
ფილიას ცნობითვე, ქართული მხარე აცხადებდა, რომ შეხვედრის მონაწილეები აფხაზურ მხარეს შიდა პასპორტებით გადაკვეთდნენ, რაზეც სოხუმი უარს აცხადებდა და საზღვარგარეთის პასპორტებს ითხოვდა ენგურის გადასაკვეთად, შესაბამისად, როგორც ის ამბობს, მოიძებნა ნეიტრალური ზონა.
ევროკავშირის, ეუთოს და რუსული მხარის ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, სოფელ ერგნეთში ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას