გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში,  მომხმარებლებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებლებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ დამატებით საფონდო ბირჟებზე  -ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად, უკეთ შეძლონ საკუთარი პორტფელის ეფექტიანად დივერსიფიცირება.

გარდა აღნიშნული სიახლისა, G&T Trader-ში უკვე ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი, როგორებიცაა: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX. ამით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფელი მრავალფეროვანი აქტივებით დააკომპლექტონ და მეტად მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ ერთი ბენეფიტი, რომლითაც ს მომხმარებლებს სარგებლობა შეუძლიათ, გახანგრძლივებული სავაჭრო საათებია, რადგან განახლების შედეგად, მომხმარებელი ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე ტრანზაქციების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას შეძლებს.

მორიგი სიახლეა ისიც, რომ პირველად G&T Trader-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე — წილადობრივი ობლიგაციები.

კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა პლატფორმის ინტერფეისი — სასურველი ფუნქციონალების საჭიროებისამებრ მორგება და ინტერფესის გადაწყობა ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი.

პლატფორმას ბაზრის ტენდენციებზე დროულად რეაგირებისთვის დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები. G&T Trader-ის მეშვეობით ასევე შესაძლებელია აქციების გაფილტვრა ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით და სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება.

აქციების გრაფიკების ანალიზისთვის პლატფორმას ასევე დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტი — Trading View.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით. თითოეული ფუნქციონალი კი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის დამოუკიდებლად ვაჭრობის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android);

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/