გალტ & თაგარტი: მაისში თბილისში ბინის გაყიდვები 7.9%-ით შემცირდა

გალტ & თაგარტის ახალი კვლევით, 2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი.
„ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება,“ — აცხადებენ გალტ & თაგარტში.
კვლევის ავტორების თქმით, ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15,920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა, რაც განპირობებული იყო პირველად ბაზარზე (როდესაც ბინას დეველოპერისგან ყიდულობთ) გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრისგან შეძენილი ბინა) წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას, კვლევის მიხედვით, 2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.
„აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (
აღნიშნავს, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”