„გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში „ს“ კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები მოანათვლინებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათი ცნობით, „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსის, ვანო კიკვილაშვილის გამოსვლა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა.
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და სხვა განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ყველაზე რელევანტური დაფინანსების საკითხები განიხილა.
მათივე ინფორმაციით, ფორუმზე ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის მაქსიმიზაციის საკითხზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც გალტ & თაგარტის ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი უძღვებოდა. პანელზე ჰესების დეველოპერების, სახელმწიფო ელექტროსისტემის და Invest in Georgia-ს წარმომადგენლებმა ჰიდროპოტენციალის მაქსიმალური ათვისების საკითხზე, სექტორის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს და ევროპის მასშტაბით, სუფთა ენერგიის ექსპორტიორად პოზიციონირდეს.
მათივე ცნობით, ფორუმში ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობდნენ როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი