“გალერია თბილისი”-ში მდებარე H&M-ის მაღაზია 20 მაისიდან დროებით დაიხურება. როგორც ბრენდი აცხადებს, დახურვა დაკავშირებულია სივრცის განახლებასთან, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს.
H&M-ის თქმით, განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, მაღაზია მომხმარებელს სრულიად ახალ ინტერიერსა და სავაჭრო გამოცდილებას შესთავაზებს. სივრცე 2025 წლის შემოდგომის დასაწყისში გაიხსნება.
„ჩვენი მიზანია, მოდის პოზიტიური ძალა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და მოუთმენლად ველით მომხმარებლებთან შეხვედრას განახლებულ მაღაზიაში,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება თბილისში არსებული სხვა მაღაზიები.
